რეგისტრაციის წესები და პირობები
რეგისტრაციის გასაგრძელებლად თქვენ უნდა ეთანხმებოდეთ ქვემოთ მოცემულ პირობებს:
1. ფორუმზე არსებული ნებისმიერი სახის მასალა: პროგრამა, სტატია, ვიდეო თუ კომენტარი ატარებს შემეცნებით ხასიათს.

2. ფორუმის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გადმოწერილი პროგრამების, ვიდეოებისა თუ წაკითხული სტატიების შედეგად განხორციელებული ნებისმიერი კანონდარღვევისთვის.

3. წერეთ ქართულად. ქართული შინაარსის მქონე წინადადება თუ სიტყვა უნდა იყოს დაწერილი ქართული შრიფტით.

4. აკრძალულია ფლუდი. კომენტარი უნდა შეესაბამებოდეს თემის სახელს. იკრძალება პოსტების ტექნიკურად მომატება. იკრძალება ზედიზედ ბევრი პოსტის გამოქვეყნება. ფორუმს აქვს ფუნქცია "რედაქტირება" და გამოიყენეთ. გამოქვეყნებული კომენტარი უნდა იყოს გარვევით და გასაგებად ნაწერი.

5. იკრძალება უცენზურო სიტყვების ხმარება. დაიცავით ეთიკისა და ზრდილობის ნორმები. წესი ვრცელდება ავატარებსა და ხელმოწერებზეც. ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას არ აქვს მნიშვნელობა მეგობრობას, ძმაკაცობას, დაქალობას და ა.შ

6. თემა დახურვას ექვემდებარება, თუ პირველი პოსტი მოკლებულია სერიოზულობასა და არგუმენტაციას, ასევე იხურება დეზინფორმატორული თემები.

7. იკრძალება რეკლამირება. ბანერებისა თუ სარეკლამო ლინკების ხელმოწერაში განთავსება. ასევე წევრის ნიკში თუ ექაუნთის სათაურად რეკლამის შემცველი ელემენტების გამოქვეყნება.

8. აკრძალულია ისეთი სახის ფაილის დადება, რომლის სავარაუდო შესაძლებლობებზე არაფერი წერია და შეუძლია დააზარალოს ან მოპაროს ინფორმაცია ფორუმის მომხმარებლებს. ეს იქნება ქეილოგერი, ვირუსი, თუ სხვა რაიმე სახის ზარალის მომტანი პროგრამა.

9. ფორუმში აკრძალულია ნებისმიერ სხვა თემაზე ლაპრაკი, რომელიც არ ეხება ზოგადად ჰაკერობას ( კრეკინგს, ფრიკინგს, კარდინგს და ა.შ ) აკრძალულია გახსნილ თემაში თუ განყოფილებაში ნებისმიერ სხვა თემაზე ლაპარაკი, რომელიც არ შეეხება გახსნილი თემისა თუ განყოფილების სათაურს.

10. ფორუმის ყველა წევრი ვალდებულია დაიცვას წერის კულტურა. ციტირებისას, როგორც ტექსტი ასევე პროგრამული კოდი ჩასვით საჭირო ტეგებში და არა ბრჭყალებში. დიალოგისას მონიშნეთ ამ ადამიანის სახელი რომელსაც ესაუბრებით. ფორუმს აქვს ფუნქცია "ნიკის ჩასმა პოსტში" და გამოიყენეთ. გახსნილი თემის სახელწოდება უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე, და არ უნდა ჰქონდეს ისეთი სახის სათაური როგორიც : მიშველეთ, ვაიმე , გამარჯობათ, help, sos, hi და ა.შ.

11. ფორუმის ადმინისტრაციას უფლება აქვს: წაშალოს, ჩაასწოროს, გადააკეთოს, შეაერთოს ან გადაიტანოს პოსტი თუ თემა, ნებისმიერ დროს მიზეზების ახსნის, წინასწარი შეტყობინების გაგზავნისა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე.

12. ნებისმიერ წევრს, მიუხედავათ ფორუმული დონისა, უფლება აქვს გამოთქვას უკმაყოფილება ადმინისტრაციისადმი ნებისმიერი კომენტარის, თემისა თუ სასჯელის გამო, მხოლოდ PM (პერსონალური შეტყობინების) ან განყოფილება „სათათბიროში“ თემის გახსნის სახით.

13. ფორუმში მოქმედებს პრესტიჟის აწევისა და დაწევის სისტემა. მომხმარებელს აეწევა პრესტიჟი იმ შემთხვევაში თუ იგი იაქტიურებს, გაკეთებს რელიზებს, გახსნის საინტერესო, თემებს, გამოირჩევა აზროვნებით, ინტელექტითა და ა.შ. მოხმარებლის პრესტიჟის აწევა ან დაწევა შეუძლია მხოლოდ ადმინისტრაციას. პრესტიჟი დაეწევა მომხმარებელს - (მინუსისის) სახით თუ იგი არ იმსახურებს ვორნს, მაგრამ იმსახურებს ჰქონდეს ფორუმში დაბალი პრესტიჟი.

14. ადმინისტრაცია დაცვისა და ფორუმზე წესრიგის შენარჩუნების მიზნით ნიშნავს მოდერატორებს. მოდერატორი კი ვალდებულია გამჭვირვალედ და პირნათლად შეასრულოს 16. ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული საქმე, ზედამხედველობის ქვეშ აიღოს საჭირო განყოფილება (განყოფილებები), დაეხმაროს მომხმარებლებს , არ შელახოს მათი უფლებები ხოლო რაიმე დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს თავის ძალა უფლებას (დამსჯელ ღონისძიებას), რომელიც მინიჭებული აქ ადმინისტრაციის მიერ ან აცნობოს ადმინისტრაცისას.

15. მოდერატორი ვალდებულია იაქტიუროს თავის განყოფილებაში.

16. მოდერატორმა არ უნდა იზრუნოს მხოლოდ საკუთარ განყოფილებაზე, არამედ იყოს კომპეტენტური ფორუმის ზოგადი განვითარების საკითხებშიც.

17. გაფრთხილების ან ბანის დადების შემთხვევაში გაფრთხილებათა ჟურნალში მოდერატორმა უნდა მიუთითოს წესდების ის ნომერი, რომელიც მომხარებელმა დაარღვია. კონკრეტულ შემთხვევებში სასურველია ინდივიდუალური ახსნა-განმარტებანიც.

18. აკრძალულია მოდერატორის მიერ მომხმარებლისთვის კომენტარების გამოქვეყნების აკრძალვა ან გაფრთხილების დადება, თუ ამის საფუძველი არ არსებობს ფორუმის წესდებიდან ან სხვა რაიმე სახის დაუწერელი კანონებიდან გამომდინარე.

19. რეგისტრაციის გავლა და მოღვაწეობა geohack.ge-ზე ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით წესდებას, ეთანხმებით მას და მზად ხართ შეასრულოთ, ხოლო დარღვევის შემთხვევაში დაისაჯოთ წესდების შესაბამისად.